კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პლატფორმა Toxilab (vapes.ge) პატივს სცემს და იცავს თქვენს კონფიდენციალურობას. წინამდებარე დოკუმენტი განმარტავს, თუ რა სახის მონაცემები გროვდება საიტზე სტუმრობისას და როგორ ხდება მათი დამუშავება.
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ და რატომ?
ვინაიდან საიტზე არ არის რეგისტრაციის, შესყიდვის ან კომენტარების დატოვების ფუნქცია, ჩვენ არ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა). ჩვენ ვამუშავებთ მხოლოდ ანონიმურ, ტექნიკურ ინფორმაციას:
- ქუქი-ფაილები (Cookies): გამოიყენება საიტის გამართული მუშაობისთვის და საიტჯეტის (Sitejet) ანალიტიკის სისტემისთვის.
- ლოგ-ფაილები: ანონიმური სტატისტიკა (IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, საიტზე გატარებული დრო), რაც გვეხმარება გავიგოთ, რომელი სტატიებია ყველაზე კითხვადი SEO ოპტიმიზაციისთვის.
2. მონაცემების მესამე მხარისთვის გადაცემა
პლატფორმა არ ყიდის, არ ცვლის და არ გადასცემს არანაირ ანონიმურ თუ ტექნიკურ ინფორმაციას მესამე პირებზე. მონაცემები გამოიყენება ექსკლუზიურად საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
3. ასაკობრივი შეზღუდვა
პლატფორმის კონტენტი განკუთვნილია მხოლოდ სრულწლოვანი (18+) პირებისთვის. ჩვენ შეგნებულად არ ვამუშავებთ და არ ვაგროვებთ ინფორმაციას არასრულწლოვანი პირების შესახებ.